„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1592
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-12
სარეგისტრაციო კოდი
200.230.100.05.001.001.113
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო ან ორგანიზაცია (არასამეწარმეო იურიდიული პირი), რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 19 ივნისი.

№1592–რს

კრებსითი — სრული ვერსია