ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
116/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016153
ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №116/ნ

2011 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ”  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №164  საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №138 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №164  საჯარო სკოლის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის №138  საჯარო  სკოლასთან  მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.

2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233)  მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს  გლდანი-ნაძალადევის რაიონის  თავის  47-ე  გრაფა.

3. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №2  საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №3  საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №3  საჯარო სკოლის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №2  საჯარო  სკოლასთან  მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.

4. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233)  მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს  დიდუბე-ჩუღურეთის  რაიონის  თავის მე-2  გრაფა.

5. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის  ძველი თბილისის რაიონის №18  საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის  №27  საჯარო  სკოლის  რეორგანიზაცია,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის  №27  საჯარო სკოლის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –   ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის  №18  საჯარო  სკოლასთან  მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.

6. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233)  მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს  ძველი თბილისის   რაიონის  თავის მე-6  გრაფა.

7. განხორციელდეს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის №131  საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის  №201  საჯარო  სკოლის  რეორგანიზაცია,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის №201  საჯარო სკოლის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან   ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის  №131  საჯარო  სკოლასთან  მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.

8. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233)  მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს  ისანი- სამგორის  რაიონის  თავის 57-ე გრაფა.

9.განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის  დიდგორის რაიონის სოფ. კიკეთის  საჯარო სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის დიდგორის რაიონის  დაბა კოჯრის  საჯარო  სკოლის  რეორგანიზაცია,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის დიდგორის რაიონის  სოფ. კიკეთის  საჯარო სკოლის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –   ქ. თბილისის დიდგორის რაიონის  დაბა კოჯრის  საჯარო  სკოლასთან  მიერთების გზით 2011 წლის 7 ივლისამდე.

10.,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხლი 1233)  მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს  დიდგორის   რაიონის  თავის მე-7  გრაფა.

11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

12. ეს ბრძანება, გარდა მე-2, მე-4, მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

13. ბრძანების მე-2,  მე-4,  მე-6,  მე-8 და  მე-10  პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 7 ივლისიდან.         

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია