„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
83
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-01
სარეგისტრაციო კოდი
040230000.22.027.016152
„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №83

2011 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დატკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ.,  №158, მუხ.1907) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით,  ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ. რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ. კერძო აღმასრულებლები მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე უშუალოდ ახორციელებენ მოვალის მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას და რეესტრიდან პირის ამორიცხვას.“;

2. მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია