"საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
67
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
1999-03-29
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-09
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(8).003.000518
"საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                 090.012.009.467

საქართველოს ფინანსთა  მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ერთობლივი ბრძანება №67/51

1999 წლის 29-30 მარტი

ქ. თბილისი

"საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე"

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის" 134-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეტანილ იქნეს დამატებები და ცვლილებები "საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებაში:

1. 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. მეწარმე სუბიექტებს (განურჩევლად საკუთრების ფორმისა)       და ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და საქართველოში შემოტანილი შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების, მათ შორის ლუდის, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს (გარდა ორმოცდაათ გრამსა და მასზე ნაკლები მოცულობის, აგრეთვე ათ ლიტრსა და მასზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმულისა) და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, შემოტანა თავისუფალ მიმოქცევაში გაცხადების მიზნით და რეალიზაცია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე, გარდა ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის შემოტანილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვრული მოცულობისა".

2. 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვა "იმპორტირებული" შეიცვალოს სიტყვებით  "იმპორტისათვის განკუთვნილი", შემდეგ როგორც ტექსტშია.

3. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემდეგ.

დ. ონოფრიშვილი

მ. ჩიკვილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია