საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №159
2011 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„სასაზღვრო-გამტარი პუნქტი „დარიალის“/საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ საშუალებით გადაადგილებული პირებისათვის ვიზის გაცემის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №62 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასაზღვრო-გამტარი პუნქტი „დარიალის“/საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ საშუალებით გადაადგილებული პირებისათვის ვიზის გაცემის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №62 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე