„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4964-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-30
სარეგისტრაციო კოდი
300390000.05.001.016362
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ ის საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის  მე-2 პუნქტითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4964-რს

კრებსითი — სრული ვერსია