საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №309
2008 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
დ. გვინდაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ბათუმის ურბანული ტრანსპორტი)“ ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი