"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
76
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016145
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 76

2011 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის   30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., N12, მუხ. 138) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შ ემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს სამმართველოში/სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს/სამსახურის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო დავალებებსა და მითითებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის, მისი ერთ-ერთი მოადგილის ან/და სამმართველოს/სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.

5. სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილის საქმიანობის სფერო განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია