ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №16.12.655
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის № 17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის № 17.01.580 დადგენილებით (2009წ. 4 ივლისის გაზეთი „24 საათი“, №149) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში:
ა) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება 5 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 1000 ლარი; 1 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 1500 ლარი;”
ბ) წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობებზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და პირველი პუნქტის ,,ა”, ,,გ.ა.”, ,,გ.ბ.” და ,,გ.გ.” ქვეპუნქტებისა, ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 5 და 3 -დღიანი დაჩქარებული მომსახურების, მე-2 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურებისა.”.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე