„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-30
სარეგისტრაციო კოდი
320050000.17.010.016007
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2011 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში
დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“  შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა) 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი :

„გ1)  რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრს;“.

ბ) 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2)  სანებართვო რეესტრს;“.

2.     ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     ი. ჩიქოვანი

კრებსითი — სრული ვერსია