„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2017-05-25
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016420
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 260

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ტყით­­სარ­გებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დად­გენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „ტყის ფონდის მართვის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის გათვალისწინებით, „ტყი­თ­­სარ­გებლობის წესის დამტკიცების შესა­ხებ“ საქარ­თველოს მთავ­­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დად­გე­ნილებაში (სსმ, 2010 წე­ლი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბ­ე­ბი და დამა­ტ­ებ­ები და და­დგენილებით დამტკი­ცებულ ტყითსარ­გებ­­ლო­ბის წეს­ში:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავ­სე­ბა.“.

2. მე-5 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

„2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომ­სა­ხუ­რე­ბის საფასურის გადახდა ხდება ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის დამ­ზა­დების ბილეთში მითითებული მერქნული რესურსის მო­ცუ­ლო­ბის შესაბამისად, ხოლო ამ წესის მე‑15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათ­ვალისწინებულ შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მოთ­ხოვ­ნილი მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად.“.

3. 27 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ა) ჰიდ­როკ­ვან­ძე­ბის, მილ­სა­დე­ნე­ბის, გზე­ბის, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­­ბის (გარდა ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნა­გებობის განთავსებისა ) და ელ­ექ­ტრო­გა­დამ­ცე­მი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის, არ­­ხე­ბის ფუნ­ქცი­ონ­ი­რე­ბ­ის­ათ­ვის, მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის, რე­კონ­სტრუქ­ცი­­ის­ათ­ვის (რე­აბ­ი­ლიტ­აც­ი­ის­ათ­ვის) ან დე­მონ­ტა­ჟი­სათ­ვის, ან ამ­ის­ა­თ­­ვის სა­ჭი­რო საპ­რო­ექ­ტო ან/და სა­ინ­ჟინ­რო-გე­ოლ­ოგ­ი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ებ­­ის­ათ­ვის;“.

4. 27 5 მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ 4. სა­ხელ­მწი­ფო ტყის ფონ­დით სპე­ცი­ალ­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მო­­სარ­გებ­ლე ვალ­დე­ბუ­ლია ამ მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­არ­ეგ­ის­ტრი­როს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­­ის სა­მი­ნის­ტროს სსიპ – სა­ჯა­რო რე­ეს­ტრის ერ­ოვ­ნულ სა­აგ­ენ­ტო­ში (შემ­დგომში – საჯარო რეესტრი).“.

5. 43‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ 2. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში სააგენტოს მიერ ტყის ფო­ნ­დი სარგებლობის უფლე­ბით გაიცემა საქართველოს შინაგან საქ­მეთა სამინის­ტროს თანხმობით.“.

6. 45‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­­ით:

„ 2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელ­მწი­ფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციე­ლებული ჭრე­ბისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვე­ბული მერქნული რე­სურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკა­ფა­მ­დე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრი­ლი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებ­ლისათვის (მათ შორის, ლი­ცენ­ზიატი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემ­დეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რე­ს­ურ­სი, აგრეთვე ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 61 1 მუხლით გათ­ვა­ლის­წინებულ შემთხვე­ვებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რე­სურსი.“.

7. 49‑ე მუხლის მე­‑2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 52‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქ­ცი­ით:

„2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზ­ნით გა­მართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემ­­დგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქ­ცი­ონ­ზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მო­მდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზ­ღ­ვ­რულ ვადებში, თუ სა­ა­უქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

9. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 1 მუ­ხ­ლი:

     „ მუხლი 611. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუ­ნი­კა­ციო ნაგებობის განთავსების რეგულირება

1. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავ­სებ­ი­­­ს­ა­თვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფა­რულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის და­ზიანება.

2. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სა­დაც კავ­შირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების, მათ შო­რის, მისასვლელი გზების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით, თუ აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალ­ტერ­ნატივა არ არსებობს. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირ­წმი­ნ­დად მოჭრა (ამო­ძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურ­სი­დან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა საა­გენ­ტოს მიერ ამ წესის შესაბამისად.

3. ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბ­უ­­ლი პი­რის განცხადებაში უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს ტყის ფონ­დით სარ­გებ­ლო­­­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბის მო­ტი­ვა­ცია, მი­ზა­ნი და ვა­დე­ბი. გან­ცხა­დე­ბას თან უნ­და და­ერ­თოს:

ა) კერ­ძო სა­მარ­თლის იურ­იდ­ი­უ­ლი პი­რი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ალ­უ­­რი მე­წარ­მი­სათ­ვის – მე­წარ­მე­თა და არ­ას­ამ­ეწ­არ­მეო (არ­აკ­ომ­ერ­ცი­უ­ლი) იურ­იდ­ი­უ­ლი პი­რე­ბის რე­ეს­ტრი­დან ამონაწ­ე­რი, ხო­ლო ფი­ზი­კუ­­რი პი­რი­სათ­ვის – სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ან პას­პორ­ტის ას­ლი; სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იურ­იდ­­ი­უ­ლი პირისათვის – სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის ას­ლი;

ბ) სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის შერ­ჩე­უ­ლი ფარ­თო­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი (სა­კადასტრო) აზომვითი ნა­ხა­ზი UTM კო­ორ­დი­ნატ­თა სის­ტე­მა­ში, რო­­მე­ლიც და­მოწ­მე­ბუ­ლი უნ­და იყოს აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზის შემ­სრუ­ლე­ბე­­ლი პი­რის მი­ერ. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუს­ტე­ბუ­ლი (საკადასტრო) აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია UTM კოორდინატთა სისტემაში ;

გ) ინ­ფორ­მა­ცია არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინ­ფ­რა­სტ­რუქ­ტუ­რის შესახებ;

დ ) ინ­ფორ­მა­ცია მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარ­ტა­ლი, სი­მაღ­ლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შე­სა­ხებ;

ე ) ინ­ფორ­მა­ცია ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შე­სა­ხებ ტაქ­საც­ი­უ­რი დიამეტრის მიხედვით;

ვ) ინ­ფორ­მა­ცია შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერი­ტო­რი­ე­ბ­ის ზოგადი და­ხასიათების შესახებ;

ზ) ინ­ფორ­მა­ცია შერ­ჩე­ულ ფარ­თობ­ზე წი­თე­ლი ნუს­ხით და­ცულ მერ­ქნი­ან მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ობ­ებ­ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ;

თ) ინ­ფორ­მა­ცია კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შე­საძლო მო­ნა­ცემების შესახებ.

4. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება უნ­და განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დად­გენილი წე­სით.“.

10. 62‑ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1 “ ქვე­პუ­ნ­ქ­ტი:

„ა 1 ) ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგე­ბო­ბის განთავსებისათვის 12000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექ­ტა­რამდე;“.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულება

1. პირ ს , რომელსაც 2011 წლის 1 ივლისამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სააგენტოში წარადგინოს ტყითსარგებლობის წესის 611  მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, ხოლო პირი ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის 1 ჰექტრამდე დადგენილი წლიური საფასური – 8 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის შემთხვევაში – ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარი.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც არ  აქვს გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულება კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის, ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის წლიური საფასურის (1 ჰექტარამდე ფართობისათვის – 8 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის შემთხვევაში – ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარი) გადახდის ვალდებულება წარმოეშობა 2011 წლის 1 აგვისტოდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, 2011 წლის 1 აგვისტოდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში მის მიერ გადასახდელი საფასური ს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი ოდენობა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში.

5. წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად , თანაბარწილად ან მთლიანად, წინასწარ.

საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 24 მაისის დადგენილება №183 - ვებგვერდი, 28.05.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2017  წლის 25 მაისის დადგენილება №255 - ვებგვერდი, 30.05.2017წ.

 

    მუხლი 3.   დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივ­ლი­სი­დან.

პრემიერ-მინისტრი  ნ . გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია