"უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
251
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-28
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.016410
"უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2011 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის  №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწი­ლე­ო­ბით ხელშეკ­რუ­ლე­ბების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონის­ძიებათა შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის  №139 დად­გენილებაში (სსმ, 13.05.2010 წ., მუხლი 839) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემ­დეგი შინაარსის 11 მუხლი:

     „მუხლი 11

 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმე­დება არ ვრცელდება პირველ მუხლში მითითებული დაწესებულებებისა და სა­წარ­მოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსა­ხურების მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია