არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/284
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-29
სარეგისტრაციო კოდი
330090000.22.024.008247
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.22.024.008.427

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/284

2006 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4282 - სსმ I, №5, 03.01.2007 წ.,მუხ.65

დანართი

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესი

1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41, მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად მიღებულ დადგენილებებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აცნობენ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მონაწილე სუბიექტებს.

2. გაცნობად ითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განთავსება მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას.

3. თვალსაჩინო ადგილას განთავსება ხდება იმ შემთხვევაში, თუ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მონაწილე უარს განაცხადებს ან თავს აარიდებს ადმინისტრაციული აქტების ჩაბარებას.

4. ადმინისტრაციული აქტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები აღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტს განათავსებენ მშენებარე ობიექტზე შემდეგ ადგილებზე:

ა.ა) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების შესაბამისად დადგენილ საინფორმაციო დაფასთან;

ა.ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე, სამუშაოთა მწარმოებლისათვის, დროებით განთავსებულ შენობაზე;

ა.გ) მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელ უსაფრთხოების ღობეზე.

კრებსითი — სრული ვერსია