,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016038
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 24 ივნისი

ქ. საჩხერე

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად :

 მუხლი 1

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, 09.03.2011) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილების მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 4

 ქონების გადასახადი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწებზე.“ .

 მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე

 

 

 

 1

კრებსითი — სრული ვერსია