,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016040
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2011 წლის 20 ივნისი

  ქ. ახმეტა

    ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის საფუძველზე , ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში (სსმ V, №33 , 04.10.2010, მუხ. 967) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1.  მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

     2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში):

    ა) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

     ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

     გ) სამართლებრივ საკითხებში საკონსულტაციო დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს;

    დ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;

     ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ .

     3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საკრებულო.

     საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“ .

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                ა. მაილაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია