საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №109/ნ
2011 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებით (სსმ III, 19.08.2005წ., №97, მუხ.1096) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ” ქვეპუნქტი:
,,თ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებისათვის ქართული ენის შესწავლას, ამ მიზნით უფლებამოსილია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გახსნას წარმომადგენლობები ”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი