ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2011 წლის 17 ივნისი
ქ. ქობულეთი
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 12.08.2010 წ., №10, გვ.225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) საფინანსო სამსახური;
დ) ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახური;
ე) ზედამხედველობის სამსახური;
ვ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;
ზ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახური;
თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური;
ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
კ) სახანძრო დაცვის სამსახური;
ლ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
მ) შიდა აუდიტის სამსახური.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე