„ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
242
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-24
სარეგისტრაციო კოდი
440050000.10.003.016402
„ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №242

2011 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო  განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალგაზრდა მეცნიერთა უც­ხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეც­ნი­ერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში (სსმ, 26.06.2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ახალგაზრდა მეც­ნი­ერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელ­მწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შე­უძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის სა­ქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი, დოქტორანტი და ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, აკრედიტებულ ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებებში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია