„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1533
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-12
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.001.095
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლოში სიტყვები „სხვაგვარი კომპენსაცია.“ შეიცვალოს სიტყვებით „სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ კანონის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა.“.

2. 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს სიტყვების „სასწავლო შეკრების,“ წინ დაემატოს სიტყვები „სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისას,“.

3. 102-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სავალდებულო“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1533-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია