„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-23
სარეგისტრაციო კოდი
110060000.22.027.016141
„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №72

2011 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებით (სსმ. III ნაწ. №148 12.11.2010) დამტკიცებული „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“ III თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განრიდების პროგრამა გამოიყენება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ერთობლიობისას. განრიდების პროგრამა ჯგუფურ დანაშაულზე (გარდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულისა) ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურობის გამო ხვდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ამასთან, ჯგუფის მონაწილე არასრულწლოვნის პიროვნული თვისებების, ბრალის ხარისხისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განრიდება შეიძლება არ გავრცელდეს ჯგუფის ყველა წევრზე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია