„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.016041
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

 2011 წლის 21 ივნისი

 დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26  თებერვლის №14  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

     მუხლი 1

    „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცე­ბის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დად­გენილებით (გაზეთი „აჭარა“ №26, 06.03.2010, გვ.23) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება:

ა) მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი   შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა;~;

ბ) მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი   შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,ზ) მუნიციპალიტეტის შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობა და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;“;

გ) მე-3 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი   შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

    ,,ნ) საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კორდინაცია.“;

დ)  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  „ი)“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

    ,,ი)  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტროტუარების, სკვერების, გა­რე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების, შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობა და გაფორმების ღონის­ძიე­ბების განხორციელების უზრუნველყოფა.~;

 ე)  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  „კ)“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე   მ.  ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია