„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2011-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-27
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.132.016059
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №32

2011 წლის 21 ივნისი

ქ. ბათუმი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბა­მისად, თვითმ­მართველი ქალაქის–ბათუმისსაკრებულო ადგენს:

1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №49, 14.04. 2009წ., გვ 6-8) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისკომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, თვითმ­მართ­­ველი ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ან თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულე­ბელი ორგანოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები, თანახმად დანართი 1 და 2-ისა;“;

ბ) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ისა და დანართი 2-ის ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერია“; „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიის“; „ქალაქ ბათუმის მერია“; „ქბმ“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვები „საჯარიმო ქვითარი“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის თავში მითითებული სიტყვები „საჯარიმო ქვითრის ყუა“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვევის ოქმის) ყუა“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 და დანართი 4 ამოღებულ იქნეს.

2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისსაკრებულოს 2009 წლის 8 აპრილის №8-1 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ისა და და დანართი 2-ის თავში (პირველ ხაზზე – მხოლობით ბრუნვაში), შესავალში (იქ სადაც უნდა მიეთითოს ოქმის/საჯარიმო ქვითრის შემდგენლის მონაცემები - მესამე პირში) და ბოლოში (სადაც მითითებულია დამკვეთი –  მხოლობით ბრუნვაში) მიეთითოს შესაბამისი სამართალსუბიექტის (დაწესებულების, სამსახურის, იურიდიული პირის) სახელწოდება, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ოქმის/საჯარიმო ქვითრის დამამზადებელ პოლიგრაფიულ საწარმოში სტამბური წესით, ისე ოქმის შემდგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

3. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისკომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში, რომელიმე კონკრეტული სამსახურის ან დაწესებულებისათვის საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტით ოქმის ან/და საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შემთხვევაში ასეთი სამსახურის ან დაწესებულების მიერ გამოყენებაზე უპირატესობა მიენიჭოს ამ სამსახურის ან დაწესებულებისათვის დამტკიცებული ადმინისტრა­ციუ­ლი სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ნიმუშს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია