საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №108/ნ
2011 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯაროს სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯაროს სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებით დამტკიცებული (სსმ III, 28.11.2007, №168 მუხ.1863) წესდების 66-ე მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ზ” ქვეპუნქტი:
,,ზ. ერთი და იმავე სასწავლო კურსის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი