საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
305
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-21
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016251
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №305

2011 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია