დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2011 წლის 16 ივნისი
ქ. დუშეთი
გ) სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-18 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი ;
დ) სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან ;
ე) განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-19 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
ვ) განყოფილების მოხელეების უფლება - მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით ;
ზ) სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.” .
2. დადგენილებას დაემატოს მე-4 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 4. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები
1 . განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღება–ჩაბარებას;
გ) მოქალაქეთა კონსულტირებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი