„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
237
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-16
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016397
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 23 7

2011 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქარ­ თველოს ენერგეტიკისა და ბუ­ ნებრივი რესურსების სამინისტროს დებულე­ ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის № 133 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 18/03/2011) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნ­ ველ­ ყოფა;

ბ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეე­ ბის შეხვედრების ორგანიზება;

გ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.“.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელ­ შეწყობა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;

ე) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამი­ სად საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;

ვ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნი­ კური უზრუნველყოფა, მათ შორის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანი­ ზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრა­ ლური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;

ზ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდ­ მივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გა­ მარ­ თული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამი­ ნისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;

თ) საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველ­ ყოფა;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყ­ ი­ დ­ ვების განხორციელების უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების შე­ სახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მონიტორინგი (მათ შორის, ფინანსური), თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

კ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინა­ დადებების შემუშავება;

ლ) საქართველოს მთავრობისა და სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარი­ შების პროექტების მომზადება;

მ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავი­ სუფ­ ლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;

ნ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ო) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკან­ ტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

პ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენ­ ციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამი­ ნისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისა თვის, სამინისტროს მი­ ერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნ­ ველ­ ყოფა;

ჟ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებ­ ლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

რ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;

ს) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია