„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
344
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016205
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №344

2011 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებპორტალი,  110427027, 27.04.2011) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკადემიის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფინანსთა სამინისტროს აკადემია“. აკადემიის ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებ-გვერდზე და საქმიან ურთიერთობებში შესაძლებელია შემოკლებული სახელწოდების – „ფინანსთა სამინისტროს აკადემია“ გამოყენება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი 

კრებსითი — სრული ვერსია