აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
118-უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2011-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-16
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016004
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომისიის საქმიანობაში ან უმაღლესი საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომისიას. ფრაქციის მიერ აღნიშნული უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი პლენარული სესიის განმავლობაში არა უმეტეს სამჯერ. კომისიის წევრს, რომლის უფლებამონაცვლე ესწრება კომისიის სხდომას, შესაბამისი კომისიის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.“. 

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                    მ. მახარაძე

ხულო,

2011 წლის 10 ივნისი  

№118-უ.ს.რ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია