მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7/6
2011 წლის 13 ივნისი
მარნეული
„სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 მაისის №6/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 მაისის №6/2 დადგენილებაში (სსმ, 19.06.2011 წელი) შევიდეს ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №4/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი