აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №10 დადგენილებაში ცვლილება

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-05
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016054
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №10 დადგენილებაში ცვლილება

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2011 წლის 9 ივნისი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №10 დადგენილებაში ცვლილება

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის   1-ლი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

  I. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის №10 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1) დადგენილების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „ადმინისტრაციული“ ნაცვლად მიეთითოს სიტყვები; „ადმინისტრაციული სამსახური“;

  2) დადგენილების 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვების: „მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის“ ნაცვლად მიეთითოს სიტყვები: „მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი“. 

 II. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         დ. თოფურია

შეტანილი ცვლილებები:

1. ბათილია -  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 12.07.2011წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია