საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №436
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №397 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №397 ბრძანებაში (სსმ. ვებგვერდი, 110525017, 25.05.211წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. ამ ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართი, გარდა მე-40 პუნქტის „ოფისის დაქირავების გრაფისა’’ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართის მე-40 პუნქტის „ოფისის დაქირავების გრაფა” ამოქმედდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან.”
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 26 მაისიდან.
ბ. ახალაია