საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №22/2004 „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის №15/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-23
სარეგისტრაციო კოდი
010190020.13.007.006364
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №22/2004 „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის №15/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.364

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2004

2004 წლის 18 თებერვალი

 ქ. თბილისი

„საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის №15/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 თებერვლის №15/2004 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის კანონით გათ­ვა­ლისწინებული საბუთების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 23 თებერვლის 18 საათისა.”.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

შეტანილი ცვლილებები:

2.ძალადაკარგულია-საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 23 თებერვლის დადგენილება №26/2004-სსმIII,№20,24.02.2004წ.,მუხ.188

 

კრებსითი — სრული ვერსია