„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-16
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.107.016059
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 6 ივნისი

დაბა ჩხოროწყუ

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 აპრილის №11 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

ა) კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვა) მიწები–67 ლარი;

ბ) სათიბები (მათ შორის გაკულტურებული)– 19 ლარი;

გ) საძოვრები (მათ შორის, გაკულტურებული) –15 ლარი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე          გ. ლემონჯავა

კრებსითი — სრული ვერსია