ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
1. „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები(საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 110325009, 31/03/2011 010260020.35.139.016021):
ა) დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის“ მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „გადახდის დამადასტურებელი საბუთი“ შეიცვალოს სიტყვებით „ავტოპარკირების ქვითარი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ავტოპარკირების ქვითარი – ქაღალდის ან ნებისმიერი სხვა მასალისაგან დამზადებული ბილეთი, ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომელიც ადასტურებს პარკირების საფასურის გადახდის ფაქტს ან საფასურის შემდგომში გადახდის უფლებას;“.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე