ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11 – 13.08.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლს დაემატოს მე-4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გასვლითი სხდომა შესაბამის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში.“.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე