საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4720-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-10
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016341
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებ ის შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1. 168-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში;“;

ა.ბ) „ გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1 “ ქვეპუნქტი:

„გ 1 ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება);“;

ბ) მე-4 ნაწილის „ ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; “ .

2. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; “ .

 3. 199-ე მუხლის „ ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ვ) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი; “ .

4. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას, აგრეთვე უცხოეთის დიპლომატიური და მა თ თან გათანაბრებული წარმომადგენლობ ებ ის სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობ ებისა და დიპლომატიური მისი ებ ის წევრებ ზე (მათთან მცხოვრებ ი ოჯახის წევრ ების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:

ა) უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;

ბ) საქართველოს საქონელი. “ .

5. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე ნაწილი:

„23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოსაყენებლად განკუთვნილი საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისა თვის 2011 წლის 1 იანვრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს იმ საანგარიშო პერიოდში, როდესა ც ხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.“ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 31 მაისი.

№4720- Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია