საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს
ბრძანება №1-1/883
2011 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
ტრანს პორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებმა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის დარგში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობა.
3 . არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისამდე:
ა) სამოქალაქო ავიაციის საგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის” მე-2 მუხლის „ო”-„ უ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება;
ბ) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის” მე-3 მუხლის „ზ”-„ კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1-1/2576 - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.
4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ . ქობალია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1-1/2576 - ვებგვერდი, 08.12.2011 წ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/938 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 ივლისის ბრძანება №1-1/1561 - ვებგვერდი, 27.07.2012 წ.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №1-1/1675 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1-1/1 799 - ვებგვერდი, 17.09.2012 წ.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №1-1/246 - ვებგვერდი, 10.09.2013 წ.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №1-1/ 307 - ვებგვერდი, 04.11.2013 წ.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/391 - ვებგვერდი, 0 8 .01.201 4 წ.
დანართი
ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა
მუხლი 1. სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები
სახმელეთო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“;
ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“;
გ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა“;
დ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“;
ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი“;
ვ) „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები“;
ზ) „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;
თ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;
ი) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;
კ) საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“;
ლ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“;
მ) „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“.
მუხლი 2. სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტები
სამოქალაქო ავიაციის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი“;
ბ) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის სახელმწიფო ნორმები“;
გ) „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №1-1/1675 - ვებგვერდი, 22.08.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №1-1/307 - ვებგვერდი, 04.11.2013 წ.
მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტები
საზღვაო ტრანსპორტის დარგის ტექნიკური რეგლამენტებია:
ა) (ამოღებულია - 25.07.2012, №1-1/1561);
ბ) „სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესები“;
გ) (ამოღებულია - 30.12.13 №1-1/391) ;
დ) (ამოღებულია - 30.12.13 №1-1/391) ;
ე) (ამოღებულია - 14.09.2012, №1-1/1799);
ვ) „ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ;
ზ) (ამოღებულია - 14.09.2012, №1-1/1799);
თ) (ამოღებულია - 09.09.2013 წ , №1-1/246) ;
ი) (ამოღებულია - 30.12.13 №1-1/391) ;
კ) (ამოღებულია - 14.09.2012, №1-1/1799).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 4 აპრილის ბრძანება №1-1/938 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 ივლისის ბრძანება №1-1/1561 - ვებგვერდი, 27.07.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1-1/1799 - ვებგვერდი, 17.09.2012 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №1-1/246 - ვებგვერდი, 10.09.2013 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1-1/391 - ვებგვერდი, 08.01.2014 წ.