მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
357
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-25
სარეგისტრაციო კოდი
190040000.11.117.005950
მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.950

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №357

2003 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმა, თანახმად დანართისა (1 გვერდი);

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006  წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1823 – სსმIII, №174,26.12.2006წ., მუხ.2362

                             

ლიცენზია  №00-0-00/0000

________________________________________________________________________________________

(ლიცენზიის მფლობელის დასახელება)

________________________________________________________________________________________

(იურიდიული მისამართი)

________________________________________________________________________________________

(ობიექტის მისამართი)

 

სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები:

________________________________________________________________________________________

 

ლიცენზიით უფლება ეძლევა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით დაბეჭდოს და

შეინახოს: ..............

________________________________________________________________________________________

      

1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სალიცენზიო პირობები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეაჩეროს, განაახლოს, ცვლილება შეიტანოს და გააუქმოს ლიცენზია.   

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

5. მონაცემები ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შესახებ რეგისტრირდება უწყებრივ და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.

 

ლიცენზიის მოქმედების  ვადა

 

· ლიცენზია გაცემულია “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

· ლიცენზია გაცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის… წლის… თვის № ბრძანების საფუძველზე;

· აკრძალულია ლიცენზიის გადაცემა სხვა პირისათვის;

· ლიცენზიის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დუბლიკატის გაცემის შესახებ წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

· საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხს არ აგებს ლიცენზიის მფლობელის ფინანსური საქმიანობის შედეგებზე.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის,                                                                                 ხელმოწერა

სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-                                                                              სახელი, გვარი

უტილიზაციის დეპარტამენტის უფროსი                                                                       ბეჭედი

კრებსითი — სრული ვერსია