სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.117.006.143
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №524
2003 წლის 20 ოქტომბერი
ქ.თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედი ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რეგიონალური საბაჟო „ჩრდილოეთი” – ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ახალგორის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, ყორნისის, ჯავისა და ცხინვალის რაიონების, აგრეთვე ქ. თბილისი ამ ბრძანების 71 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში”.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71 საბაჟო გამშვები პუნქტებიდან, „სარფი”, „ბათუმის პორტი”, „ყაზბეგი”, „გორი”, „ვალე”, „ნინოწმინდა”, „ფოთის პორტი”, „მამისონი” ქ. თბილისში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის განკუთვნილი იმპორტისა და რეექსპორტის რეჟიმში შემოსული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება განახორციელოს რეგიონალურმა საბაჟო „ჩრდილოეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილებამ”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის პირველი მაისიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №550-სსმIII,№127,30.10.2003წ., მუხ.1048
მ. გოგიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №550-სსმIII,№127,30.10.2003წ., მუხ.1048
2. ძალადაკარგულია-საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №625-სსმIII, №148, 25.12.2003წ., მუხ.1207