საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
100/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016137
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №100/ნ

2011 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №343 დადგენილების მე-7 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების მე-7 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №353 დადგენილების მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის №1176 ბრძანება;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანება;

გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №647 ბრძანება.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია