საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
388
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-06-10
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-13
სარეგისტრაციო კოდი
200120000.11.117.006514
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №388 „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.11.117.006.514

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №388

2004 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლისა და 273-ე მუხლის მე-13 პუნქტის `გ” ქვეპუნქტის, `ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” საქართველოს კანონის, `მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №321 ბრძანებულების, `საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-3 მუხლის `ჩ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დადგინდეს თამბაქოს ნაწარმის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობით:

ა) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის 2,36 ევრო;

ბ) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის 3,89 ევრო.

2. ნომინალური ღირებულების გაანგარიშება მოხდეს ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად ლარებში.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის  ბრძანება №21-სსმIII,№6,20.01.2005წ, მუხ.76

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია