საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
735
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-29
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.006817
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.006.817

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №735

2004 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა  და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილისა და 123-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვას, მიმართულებების მიხედვით სავალდებულო რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტებში:

ა) სენაკი-თბილისის გზის მონაკვეთის 243-ე კმ-ზე სოფ. ფარცხანაყანებთან;

ბ) მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის გზის მონაკვეთის მე-9 კმ-ზე სოფ. მისაქციელთან;

გ) ქ. ხაშურში.

2. რეგიონალურმა საბაჟოებმა და მათმა სტრუქტურულმა ერთეულებმა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისას უზრუნველყონ გადამზიდველების ინფორმირება და განმარტების მიცემა ამ ბრძანების პირველ მუხლში აღნიშნული სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე.

3. დანიშნულების საბაჟო ორგანოებმა არ მოახდინონ არააქციზური საქონლის გაშვება გადამზიდავის მიერ ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის დამადასტურებელი აღნიშვნების წარდგენის გარეშე.

4. ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა საბაჟო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტების განთავსება ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ადგილმდებარეობის მიხედვით და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა.

5. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტების სადღეღამისო ფუნქციონირება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (გაცილების სამმართველოს) საშუალებით.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 29 ივნისის ბრძანება №485-სსმIII, №79,04.07.2005წ.,მუხ.847

 

 

კრებსითი — სრული ვერსია