ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-05
სარეგისტრაციო კოდი
010240030.11.106.005174
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.174

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №81

2002 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას.

2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა (დანართი №1).

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს (თ. დევდარიანს) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების მოსამსახურეთა დანიშვნის ორგანიზება.

4. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება განთავსებულ იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის მე-2 მ/რ, კორპ. 3.

5. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებულმა განყოფილებამ უფლებამოსილება განახორციელოს 2002 წლის 26 მარტიდან.

6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებამ საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ტიპიური დებულების საფუძველზე.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით შერჩევის ორგანიზება.

8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ირინე იმერლიშვილს.

9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საფუძველი: ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2001 წლის 14 დეკემბრის №4-05/526 წერილი.

რ. გილიგაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 5 მაისის ბრძანება №478-სსმIII,№63, 08.05.2006წ.,მუხ.821

დანართი 1

№

ქ. თბილისის სამოქალაქო

აქტების რეგისტრაციის

სპეციალიზებული განყოფილების დასახელება

საშტატო ერთეულის (თანამდებობის)

დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

1.

ქ. თბილისის სამოქალაქო

აქტების რეგისტრაციის №1

სპეციალიზებული განყოფილება

განყოფილების გამგე

 

კონსულტანტი

1

 

 

1

 

კრებსითი — სრული ვერსია