,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016054
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2011 წლის  31 მაისი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №49 დადგენილებაში (სსმ, №58, 02/12/2010) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1

1. დადგენილების დანართი №1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს;“.

1. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი;“.

      მუხლი 2

  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე                მ. ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია