აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №114
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ს აფუძველზე და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად , ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1);
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2);
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი №3);
დ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №4 );
ე ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №5 );
ვ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი №6 );
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ ცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №7 );
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ ცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №8 );
ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის უპირობო და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი № 9).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის №180 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ვ. ბოლქვაძე
დანართი №1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული
უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას
ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - ------------------------------------------------------------
--------------------------------------------, წარმოდგენილი --------------------------------------
----------------------------------------------- სახით, მოქმედი ---------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს --------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ------------------------------ (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი --------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება) -------------------------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს _____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ------------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან (თარიღი)) შემდეგ ვადაში: ---- -------
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.
2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.
2.1.5 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.

2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
-----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
2.4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნეს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს ვალდებულებები, მათ შორის, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.
3.3. იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
3.4. ქონების შემძენს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასევე, ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ქონების შემძენს არა აქვს უფლება გამყიდველის თანხმობის გარეშე გაასხვისოს შეძენილი უძრავი ქონება.
3.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.6. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
4.1.1 საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
4. 3. 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
4.4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია --------------- ენაზე. ხელმოწერილია ----------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემული უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული მისამართი
ტელ:
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
ფაქსი:
6.3 . თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4 . შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - ---------------------------------------------------------, წარმოდგენილი --------------------------------------------
------------------------------------------------------------------------ სახით, მოქმედი -----------------------
------------------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ----------------------------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი -------------------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ---------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (შემდგომში – ქონებას) -------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების აღწერილობა)
1.2.
მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ________________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან (თარიღი)) შემდეგ ვადაში: ---- .
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება და ვალდებულებები, ხოლო საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
2.1.2. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.
2.1.5 . საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.
2.1.6. გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ მოითხოვოს იმ ქონების გადაცემა, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას.
----------------------------------------------------------------------------------------------------------
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
2.4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნას იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის N5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ ქონებაზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
3.2.საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.
3.3. ქონების შემძენს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასევე, ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ქონების შემძენს არა აქვს უფლება გამყიდველის თანხმობის გარეშე გაასხვისოს შეძენილი მოძრავი ქონება.
3.4. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.5. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
4.1.1 საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.2 საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.3 ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
4.3. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
4.4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო. 5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე. ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი:
ტელ. :
---------------
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი:
-------------
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველმა გამყიდველს უნდა წარუდგინოს:
1. ფიზიკური პირებისთვის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.
ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის
ა) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ა.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;
ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
შენიშვნა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმა ხორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.
უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტაცია უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. იმავდროულად, აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
დანართი № 4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - -----------------------------------------------------------------------
--------------------------------------------, წარმოდგენილი -----------------------------------
-------------------------------------------------- სახით, მოქმედი -----------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის
რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ---------
--------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი),
წარმოდგენილი ------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი -------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის, თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება) --------------------------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს _____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიებო თანხის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს -------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.1.5. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.
2.1.6 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის (სრულად გადახდა) ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
-----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-------------------------------------------------------------------------------------------------
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისა და ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
3.2. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტისა.
3.3. 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით ქონების იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გადახდილი გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა. იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
3.4. მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან.
3.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.6. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
4.2. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
4.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე. ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული მისამართი
ტელ:
--------------- საქართველო;
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
------------- საქართველო;
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
6.5. ფოსტის თანამშრომლის მიერ შეკვეთილი წერილის ადრესატისათვის გადაცემის ორი უშედეგო ცდის შემდეგ მხარეს ეგზავნება სპეცშეტყობინება, სადაც განისაზღვრება ხუთ დღიანი ვადა ფოსტაში შეტყობინების გასაცნობად. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი № 5
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№
201 წლის ----------------, საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) --------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------, წარმოდგენილი ----------------------------
--------------------------------------------------------------- სახით, მოქმედი------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ---------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი),
წარმოდგენილი ----------------------------------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ------------------------------------------------------
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის, თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (შემდგომში – ქონებას) ------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების აღწერილობა)
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ______________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო საფასურის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს -------------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება, ხოლო საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, დარეგისტრიროს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
2.1.2. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.1.5. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.
2.1.6 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ მოითხოვოს იმ ქონების პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას
----------------------------------------------------------------------------------------------------
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-----------------------------------------------------------------------------------------------
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ ქონებაზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება, საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
3.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.3. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
3.4. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
4.2. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
4.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე. ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი
ტელ:
--------------- საქართველო;
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
------------- საქართველო;
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
6.5. ფოსტის თანამშრომლის მიერ შეკვეთილი წერილის ადრესატისათვის გადაცემის ორი უშედეგო ცდის შემდეგ მხარეს ეგზავნება სპეცშეტყობინება, სადაც განისაზღვრება ხუთდღიანი ვადა ფოსტაში შეტყობინების გასაცნობად. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი № 6
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველმა გამყიდველს უნდა წარუდგინოს:
1. ფიზიკური პირებისთვის
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. იურიდიული პირებისათვის
ა) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ა.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;
ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადამფუძნებლო სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
შენიშვნა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმხორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.
უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტაცია უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. იმავდროულად, აღნიშნული საბუთები თარგმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის სიზუსტე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
დანართი № 7
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ––––––––––––––––, საქართველო,
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, წარმოდგენილი–––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––– სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ––––––––––––– –––––––––––(პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში – ქონება) –––––––––––––––––––––––––– (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს –––––––– (ხელშეკრულების გაფორმებიდან) –––– კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.
2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.
2.1.5. გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.
2.2 მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება.
-----------------------------------------------------------------------------------------.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
2.4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნას იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის N5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს ვალდებულებები, მათ შორის, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.3. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული, წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
3.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
4.1.1. საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
4.3. 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება(ები) უქმდება, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
4.4.მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
5. ფორსმაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც, ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია –––– ენაზე. ხელმოწერილია –––– ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით –––––– ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი
ტელეფონი:
–––––––––––––––
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
–––––––––––––
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
დანართი № 8
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ის/აქცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
№
201 წლის ––––––––––––––––, საქართველო,
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––, წარმოდგენილი–––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––– სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენს ––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – მყიდველი), წარმოდგენილი ––––––––––––– –––––––––––(პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი––––––––––––––––––––––––––––––––––––
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის,
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში წილ(ებ)ს/აქცი(ებ)ს (შემდგომში – ქონება) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ____________ (სიტყვიერად) _________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიებო შემოსულობის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ––––
(ხელშეკრულების გაფორმებიდან) შემდეგ ვადაში: –––– ––––––––––––––––
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღისა.
2.1.4 საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.
2.1.5 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება.
-----------------------------------------------------------------------------------------.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.
3.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.
3.3. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.4. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული, წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები. გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება(ები) უქმდება, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
4.2. მოგირავნის მიმართ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
4.3. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის ბრძანება № ს-137 - ვებგვერდი, 26.03.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 28 მარტის ბრძანება №01-01-3/124 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
5. ფორსმაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც, ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორსმაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია –––––– ენაზე. ხელმოწერილია ––––––
ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით –––––––––– ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :
იურიდიული მისამართი
ტელეფონი:
–––––––––––––––
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
–––––––––––––
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში , ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №344 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
დანართი № 9
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი ს/აქცი(ებ)ის უპირობო და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი და უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს:
1. ფიზიკური პირებისთვის
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ) წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
გ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
დ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის
ა) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ა.ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ა.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ა.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი.
ა.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
ბ) უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის საქართველ ოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსს;
ბ.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადამფუძნებლო სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
ბ.გ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;
ბ.დ) ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბ.ე) პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილება.
შენიშვნა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილ(ებ)ი ს/აქცი(ებ)ის პირობებიანი და უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოდგენილი დოკუმენტები (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.