საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
544
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-07
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.013378
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.378

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №544

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათ-ლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის №219 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.    

ნ. გვარამია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №738 - სსმ Ш, №111, 10.09.2009 წ., მუხ.1263

 

კრებსითი — სრული ვერსია