"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
301
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-07
სარეგისტრაციო კოდი
120010000.08.002.016244
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №301

2011 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;“;

ბ) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

ბ) კადეტთა სამხედრო ლიცეუმი; 

გ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;

დ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:

დ.ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

დ.ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა”;

დ.გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

დ.დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

დ.ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია