„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1612
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-09-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010.250.030.05.001.000.426
„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №179 (2879), 17 ივლისი, 1998 წელი) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობა, გარდა სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებლისა.“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

№1612-Iს

კრებსითი — სრული ვერსია