„სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1602
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-09-30
გამოქვეყნების თარიღი
1998-10-26
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.422
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30. 05.1998) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ” ქვეპუნქტი:

„ტ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

№1602–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია