ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 27 მაისი
დაბა ხულო
„ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 33 დადგენილებაში (სსმ V, № 52, 17.11.2010 წ., მუხ.1540) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი № 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი 3
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან.
ნებართვა გაცემულია 20 წლის ---------------------------------------
( ბეჭდის ადგილი)
ნებართვის მიმღები: საკრებულოს თავმჯდომარე:
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე